იენს სტოლტენბერგი: პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ

„მე არ შემიძლია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ. ამერიკის შეერთებული შტატები წლების მანძილზე აძლიერებდა ურთიერთობას და აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველამ, ჩვენ ერთად მივიღეთ, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასაც. ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, შევძელით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ბოლო წლის განმავლობაში არსებითი შინაარსიანი პოლიტიკური დიალოგი გვქონდა საქართველოსთან. მათ შორის გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. შარშან სექტემბერში მე შევხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. როგორ პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ გავაძლიერეთ არსებით პაკეტს. ასე რომ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული ურთიერთობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, არსებობს ნატო-ს წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში, ასევე არის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი.

„გაძლიერებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის პროექტის განხორციელებაზე. ვაგრძელებთ მხარდაჭერას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის. 2021 წელს ვგევმავთ მეტ ნატო-ს წვრთნებს საქართველოში. ჩვენ ასევე განვამტკიცეთ თანამშრომლობა საზღვაო სივრცეში და ნატო-მ მხარდაჭერა გაუწია საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს და განვიხილავთ როგორ შეგვიძლია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცება. რაც საქართველოს შეუძლი გააკეთოს, ეს არის რეფორმების გაგრძელება. ჩვენ ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტები აქვს საქართველოს და ასევე სადაზვერვო სამსახური და არმიის სამოქალქო კონტროლი. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთად ვმუშაობთ. რეფორმები ეს არის მთავარი ძალისხმევა და დავალება საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია თალაკვაძეზე: რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: პარლამენტის პირველსავე სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყვიტოს უფლებამოსილება