საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული არსებული ვითარების განმუხტვა.
“ქართული დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა შეიკრიბოს მათ გარშემო, ვინც ახლა მხარს უჭერს მას. მთავრობაზეა დამოკიდებული სიტუაციის დეესკალაცია და მელიას დაუყონებლივ გათავისუფლება”, – წერს იან კელი.