გიორგი აბაშიშვილი : პირველი და ძალიან კარგი პრეცენდენტია, რომ ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვმსჯელობთ კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდზე

პირველი და ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვჯერდებით და ვმსჯელობთ საერთო შეხედულებებზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოში გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნულმა კონსულტანტმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რა უნდა გაკეთდეს კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდში, ამაში მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. უამრავი სხვადასხვა შეხედულების ეკონომისტი ჯამში ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდში, რა შეიძლება გაკეთდეს. მე ვფიქრობ, ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ცხადია, ეს იყო პრეზენტაციის პირველადი ვერსია. ვფიქრობ, პირველი და ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა ქართველი ეკონომისტები, უცხოელი მაღალი რანგის ეკონომისტებთან ერთად ვჯერდებით და ვმსჯელობთ საერთო შეხედულებებზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.

banner
წინა სტატიაშიკონკურენციის სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უწყებად გადაიქცევა
შემდეგი სტატიავახტანგ ჭარაია : აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ საკითხში ეთანხმებიან