გიგა ბოკერია: უნდა დაკითხონ ბატონი ბერა ივანიშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ჩუბინიძე

“ახლა, ამ მორალის კითხვის ცვლად, მათი სტანდარტით, გამოძიება უნდა დაიწყონ”. – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას.

“უნდა დაკითხონ ბატონი ბერა ივანიშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ჩუბინიძე. მათი სტანდარტით, უნდა დაკითხონ ეს ხალხი და ახლავე უნდა წაუყენონ ბრალი.

ჩემი სტანდარტით, ეს ასე არ არის. სამართლებრივ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, უნდა გაირკვეს წყარო, იმიტომ, რომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება არ შეიძლება, იყოს გამოყენებული”. – ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან.

ბოკერია ქართული ოცნების წევრის, სოზარ სუბარის სიტყვებსაც ეხმაურება. სუბარის თქმით, სასამართლოს შეუძლია, გამოსცეს ნორმა, რომელიც აკრძალავს ჩანაწერების ეთერში გასვლას.

“ეს სამართლებრივი აბსურდია. ჩვენ, კიდევ კარგი, გვაქვს სიტყვის თავისუფლების ძალიან კარგი კანონი და გვაქვს კონსტიტუციის კარგი განმარტებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ამ კანონზე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მედიას სრული უფლება აქვს, არც წყარო გაამხილოს და ეს ყველაფერი გაავრცელოს.

ივანიშვილის რეჟიმისგან რაც მოვისმინეთ, ის რეაქცია საჯაროა და ყველამ ყველა ვარიანტში კანონიერად ვიცით – ეს რეაქცია არის მორიგი პოლიტიკური განაჩენი. ეს ხალხი ყველანაირი თვალსაზრისით საშიშია საქართველოს მომავლისთვის”, – ამბობს გიგა ბოკერია.

 

https://youtu.be/YQqssQSx9sU

banner
წინა სტატიაშიბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შოკისმომგვრელი ჩანაწერები (ვიდეო)
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტების აქციამ “ქართული ოცნების” ოფისიდან, მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა