ღარიბაშვილი – ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, ეს წითელი ხაზია

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების საკითხს არ განიხილავს. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რიგგარეშე არჩევნებს ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში.

მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად, არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერსების შესაბამისად”,- თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძიე მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება, სიყვარული პატრიარქის მიმართ