გერმანიაში თანხმობა განაცხადეს “ასტრა-ზენეკას” მეორე დოზის ვაქცინა შეუცვალონ ახალგაზრდებს

ასტრაზენეკა გერმანია ახალგაზრდები

გერმანიის ფედერალური მიწების ჯანდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და “ასტრა-ზენეკას” ვაქცინის მეორე დოზას 60 წლამდე ასაკის პირებს შეუცვლიან – “შპიგელი” წერს. შეთანხმება გუშინ, 13 აპრილს შედგა. ბავარიის წარმომადგენელმა კლაუს ჰოლეჩეკმა თქვა, რომ “გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ადამიანების კარგი დაცვა იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვაქცინაციის მუდმივმა კომისიამ STIKO ვაქცინა “ასტრა-ზენეკას” გამოყენების რეკომენდაცია მხოლოდ 60 წელზე მეტი ასაკის ხალხზე გასცა ტრომბოზის იშვიათი შემთხვევების გამო, ფედერალურმა მთავრობამ კი ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

კომისიამ მათთვის, ვინც “ასტრა-ზენეკას” პირველი დოზა უკვე გაიკეთა რეკომენდაცია გასცა ის ჩანაცვლდეს “ფაიზერით” ან “მოდერნათი”.
გერმანიაში 60 წლამდე ასაკის “ასტრა-ზენეკათი” აცრილების რაოდენობა 2,2 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიდანია “ასტრა-ზენეკას” ხმარებიდან ამოიღებს
შემდეგი სტატიაშსს-თან პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს