გავრცელებული ინფორმაციით, ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ჯახუთის დასახლებაში, 80 წლის ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დანით დაჭრა.

“თაიმერის” ინფორმაციით, ბიჭს ჭრილობები სამზარეულოს დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

არსებული ინფორმაციით, ბაბუა ცხელ კვალზე სამართალდამცველებმა დააკავეს, ხოლო დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდში გადაჰყავთ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს
შემდეგი სტატიალელა ქებურია გახარიას გუნდზე – უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე