გატესტილი რელიგიური მსახურებიდან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამრიან გამყრელიძის განცხადებით, 3 ახალი ტიპის ჯგუფიდან, სასულიერო პირები, ტაქსის მძღოლები და ბაზრობებზე დასაქმებულები, რომლებიც კორონავირუსის ტესტირების პროცესში ჩაერთვნენ ყველაზე მეტი დადებითობის მაჩვენებლით, 1,5%-ით, რელიგიურ მსახურთა ჯგუფი ლიდერობს.

გამყრელიძის თქმით, უკვე გატესტილია:

  • 9 222 ტაქსის მძღოლი, რომელთაგან ვირუსი 67-ს დაუდატურდა – 0,7%;
  • 5 035 მოვაჭრე – დადებითობის 1%-იანი მაჩვენებლით;
  • 4 231 რელიგიის მსახური – 1,5%-ია დადებითობის მაჩვენებელი, კორონავირუსი აღმოჩნდა 62 მათგანს.
banner
წინა სტატიაში“სარესტორნო ბიზნესის გასაჭირი კარგად ვიცით”
შემდეგი სტატია“პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვა საქართველომ”