გამყრელიძე – მესამე ტალღა მთელ ქვეყანაშია დაწყებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაწყებული.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებში კი ზრდის დინამიკა ფიქსირდება.

„მესამე ტალღა მთლიანად ქვეყანაშია დაწყებული, რადგან უკვე გვაქვს ჩვენ შიდა გავრცელება, საყოველთაო გავრცელება, ყველა რეგიონში. შემთხვევათა რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, თუმცა ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – საქართველოში რეინფიცირების ერთ ერთი შემთხვევა ორთვე-ნახევარში დადასტურდა
შემდეგი სტატიასამხარაძე გახარიაზე – როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა