გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა-თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ?

ლიეტუვაში ყველა პოლიტიკური ლიდერი ხელს ვაწერთ, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ. ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა. ეს არის წარმატების ერთადერთი გზა, რადგან რუსეთის იმპერია გყოფთ და გმართავთ, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ. ამჯერად, ეს შესაძლოა, ძალიან დიდი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა მთავრობა კონსტრუქციული და აჩვენებს თუ არა მზაობას დიალოგისთვის, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ელოდება პოზიტიურ სიგნალებს.

„ამას რამდენიმე საათში გავიგებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პოზიტიურ სიგნალებს. ვიმედოვნებ, მას შემდეგ, რაც საქართველოს დავტოვებ, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ღიაობას წარმოაჩენს ოპოზიციის მიმართ. მე დაველაპარაკები ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე საათში. ჩვენ გვსურს წამოვწიოთ საქართველოს საკითხი ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში და მინდა, რომ მინისტრს კარგი ამბები ვაცნობო ერთიანობაზე, ჭკვიან ქართველ ხალხზე, რომელიც საკმარისად მომთმენია და ერთმანეთს პატივს სცემს, რომელიც მზადაა დიალოგისთვის, გაყინული ნაბიჯების გასალღობად, ვითარების დეესკალაციისთვის და ნელ-ნელა საბოლოო გამარჯვებისკენ მიიწევს და შესაძლოა კონსოლიდირებული იქნას ევროკავშირსა და ნატო-ში. ამისათვის ბევრი უნდა იმუშაოთ და მე, როგორც საქართველოს ნამდვილ მეგობარს, ძალიან მეწყინება, სხვა რამის გამოცხადება, მაგრამ ვიქნები პატიოსანი და მე ამას გავაკეთებ, თუ საქართველო არასწორი მიმართულებით წავა“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისივე თქმით, საქართველოს წარმატების ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„ამერიკა ევროკავშირისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატია არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრი, ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, მრავალი ადამიანი, რომელსაც გავლენა გააჩნია დემოკრატიაზე, ცდილობს გავლენა იქონიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე კორუმპირებული სტრუქტურების გამოყენებით. ისინი ახლა უნდა ღელავდნენ. ამერიკამ ძალიან მკაფიო უნდა გახადოს, თუ რა ვერ არის რიგზე სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიაში. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ის ამერიკა, რომლისაც მე მწამს. ამერიკა ეს არაა ქვეყანა, ეს არის იდეა, რომლითაც ინსპირირებულია მრავალი ლიეტუველი. თბილისში ყოველი ჩამოსვლისას ვიმეორებ, ნატო-სა და ევროკავშირში ოპონენტებთან ერთად შეხვალთ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მხოლოდ ერთად. ლიეტუვაში ჩვენ ყოველ წელს, პლენარულ დონეზე, ყველა პოლიტიკური ლიდერი ხელს ვაწერთ, რომ ჩვენ გვძულს ერთმანეთი, მაგრამ სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ. ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა. ეს არის წარმატების ერთადერთი გზა, რადგან რუსეთის იმპერია გყოფთ და გმართავთ, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით და ერთად არ გააკეთებთ, თუ არ შეისმენთ, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ. ამჯერად, ეს შესაძლოა, ძალიან დიდი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

„არ მინდა კომენტარი გავაკეთო სხვადასხვა ხალხთან შეხვედრათა დაკავშირებით. ვიცი, რამდენად პოლარიზებულია ეს კომენტარები. ახლა გაერთიანების მისიაზე ვარ ფოკუსირებული“, – აღნიშნა პავილიონისმა.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში ავაფრენთ პირველ სუ 25-ს
შემდეგი სტატიაგომელაური ოპოზიციას: შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში