ევროკომისია “ასტრა-ზენეკას” კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო უჩივლებს

ევროპის კომისია ემზადება, რომ ვაქცინა “ასტრა-ზენეკას” მწარმოებელს, მიწოდების შესახებ კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო, სასამართლოში უჩივლოს – “პოლიტიკო” წერს.
კომისიამ ეს საკითხი ელჩების შეხვედრებზე დღეს დააყენა დღის წესრიგში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ინიციატივას.
სასამართლო სარჩელი შედგება იმის გამო, რომ “ასტრა-ზენეკამ” კონტრაქტში აღწერილ ვადებში ევროკავშირის ვაქცინით მომარაგება ვერ შეძლო – გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა.
იანვარში “ასტრა-ზენეკას” მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის იმ რაოდენობით ვერ მიაწვდის ევროპულ გაერთიანებას ვაქცინას, როგორც ადრე ფიქრობდა, კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია.

პირველი კვარტლის დასასრულს კომპანიამ ევროკავშირი 30 მილიონი დოზით მოამარაგა. დეფიციტმა ვაქცინაციის პროცესი მკვეთრად შეამცირა ევროპაში. მეორე კვარტლის ბოლოსთვის “ასტრა-ზენეკა” ევროკავშირის 70 მილიონი დოზა ვაქცინით მომარაგებას ვარაუდობს ნაცვლად კონტრაქტით გათვალისწინებული 300 მილიონისა.

banner
წინა სტატიაშიმელი: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!
შემდეგი სტატიაBloomberg – ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 55.2%-მა მიიღო, ჩილეში 29.2%-მა, აშშ-ში კი 26.4% აიცრა