ეუთოში აშშ-ის ელჩი ლუგარის ცენტრზე: აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას

ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა ვენაში მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა:

“აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს საპასუხო ქმედებების შესახებ, რაც ღია მცდელობაა იმისა, რომ გამოიყენენო ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია საკუთარი მიზნებისათვის. მოსკოვი კლვავ ავრცელებს ტყუილებს საქართველოს დაფასებული კლვევითი ცენტრების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ, ამჯერად მიმდინარე სერიოზული პანდემიის დროს.

ნება მომეცით ფარდა ავხადო რუსეთის მცდელობას გამოიყენოს პანდემია საზიანო გავლენების გასაძლიერებლად, ამ შემთხვევაში კვლევითი ცენტრების შესახებ ტყუილების გავრცელებით. სიმართლე ესაა: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს”, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ვერ მივიღეთ პასუხი, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა
შემდეგი სტატიავასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა