ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იგეგმება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, განიხილება მიდგომა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების მიღების დროს უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება.

“ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები SAT-ის, ანუ ეროვნული გამოცდების ანალოგის, გარდა ითვალისწინებენ სხვა მომენტებსაც, მაგალითად, GPA, რაც არის სკოლის საშუალო ნიშანი და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია.

ჩვენ განვიხილავთ ასეთ მიდგომას, უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის GPA, ანუ საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, შესაძლებელია, იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება”. – თქვა ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

არსებული მოდელით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტის მიღება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით ხდება.

banner
წინა სტატიაშივხედავ,იმ ხალხისგან ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ვხედავ მათგან კეთილ ნებას
შემდეგი სტატიაახალგაზრდა, რომელსაც შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა, გარდაიცვალა