დავით ფაცაცია: მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ 2012 წლის ეროვნული გამარჯვების და მონაპოვარის საფუძველზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მივაღწევთ!

საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო” – ასე იწყება 1921 წლის კონსტიტუცია. საუბედუროდ კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ხელისუფლების სისუსტის და ჯარის დემორალიზების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულ იქნა რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ. 70 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად ქართველმა ერმა შეძლო ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია და სწორედ 1921 წლის კონსტიტუცია დაედო საფუძვლად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
საქართველოს1921 წლის კონსტიტუცია ითვლება იმდროისათვის არსებულ კონსტიტუციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციად, რომლის სათანადო მიღწევაა, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია.
ღნიშნულის მიუხედავად დღესაც მძიმე განსაცდელი უდგას ჩვენ ქვეყანას, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ერთმეხუთედზე მეტი, დღესაც მუშაობს ე.წ. რუსეთის ბოლშევიკური მანქანა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საძირკველი გამოაცალონ სახელმწიფოს მდგრადობას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნაციონალური (ფაშისტური) მოძრაობა, რომელიც ხალხზე ძალადობისა და უდიდესი დანაშაულის მიუხედავად კვლავაც ცდილობს ქვეყნის მდგრადობისა და ერთიანობის შერყევას.
მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ 2012 წლის ეროვნული გამარჯვების და მონაპოვარის საფუძველზე, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, მივაღწევთ კიდევ უფრო მდგრად განვითარებას, ძლიერი სახელმწიფოს ინსტიტუტების ფორმირებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!-წერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა, რომელსაც შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე – თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა