ჭიჭინაძე – გავრილოვის საქმეზე ამნისტია მხოლოდ გიორგი გახარიას სჭირდება

„ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი! – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროს ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს.

ჭიჭინაძის თქმით, გავრილოვის საქმეზე ამნისტია მხოლოდ გიორგი გახარიას სჭირდება

გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის! ეს ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცმი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება?!

ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!ხოლო ოპოზიცია თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახარია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება” ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში” ახალა ღარიბაშვილ-კობახიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა:

კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში, რადგან აქვს ამბიცია თავად იყოს პროდასავლური და ამით ღარიბაშვილი გახადოს პრორუსი და კორუმპირებული, რომელმაც თავის მხრივ ვერაფერი ჩამოიტანა ევროპიდან;

ღარიბაშვილი, რომელიც აუცილებლად შეეცდება კობახიძეს წაართვას პარტიაში ლიდერობა და გავლენები, რასაც კობახიძე არ დათმობს.

და აი ამ დროს ჩნდება გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, მაგრამ ქმნის „ოცნება-2“ -ს;

ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები “ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, კახა კალაძე ამ ვითრებაში “დანამატად დარჩა”.

ის მიღმა აღმოჩნდა, რადგან არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ამიტომ მხოლოდ დანამატად დარჩა. მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება…ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია” ამბობს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან