ბრაზილიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

ბრაზილიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 1,473 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 34 021-ს შეადგენს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ბრაზილიამ იტალიის მაჩვენებელსაც გადააჭარბა, სადაც ინფექციამ 33, 689 ადამიანი იმსხვერპლა.

ამჟამად, ბრაზილია კორონავირუსის სიკვდილიანობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბრაზილიის შემდეგ ყველაზე მეტი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში ფიქსირდება.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30, 925 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის, ქვეყანაში 614. 941 ინფიცირებულია.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიააშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას ირანული ფულის გათეთრების საქმეზე დახმარებისთვის მადლობას უხდის