ბოკერია – აქციები იქნება მანამ, სანამ არ ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სიტუაციის განსამუხტად

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გეგმებზე ისაუბრება.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი 2 მარტს პარლამენტის შენობის, 5 მარტს კი კანცელარიის პიკეტირებას გეგმავენ. 9 მარტს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან , 11 მარტს კი – სასამართლოს შენობასთან. 13 მარტს მასშტაბური აქცია-მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობასთან.

“ამ აქციების გაგრძელება აუცილებელი იქნება მანამ, სანამ ჩვენ ვნახავთ რაღაცა სადღეგრძელოს, რომ მოლაპარაკებები გვინდა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ეს კონკრეტული ნაბიჯები არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, სამარცხვინო, უტიფრად, კატასტროფული ოპერაციით დაკავებული ნიკა მელიას და 8 მარტის შეთანხმებიდან ციხეში ჩატოვებული ნიკა რურუას გათავისუფლება. ამ პოლიტიკური დევნის დასრულება და დაჯდომა იმისთვის, რომ ტექნიკურ მხარეზე მოვილაპარაკოთ, როგორ მივიდეთ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებამდე. ამის გარდა, ვერ იქნება ვერანაირი გამოსავალი და ამ ვითარების განმუხტვა. ეს გამორიცხულია” – აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშითორნტონი: მელიას წინააღმდეგ მთავრობის ქმედება და კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია
შემდეგი სტატიათურნავა – კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე