ბერთუბნის დასახლებაში, ხევისპირის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, ბერთუბნის დასახლებაში, ხევისპირის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, 330 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება – დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 330 000 ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიკორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება
შემდეგი სტატია15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება