ბექა ლილუაშვილი- თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით განახორციელა 

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ – ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე.
პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.
„ჩვენ შევძელით პანდემიის შედარებით ეფექტიანად მართვა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ამ პირობებში შეგვიძლია ვისაუბროთ მწირი ეკონომიკური რესურსების სამართლიანად გადანაწილების პრიორიტეტულობაზე მთავრობისთვის, რასაც მთავრობა ახორციელებს კიდეც. რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მკაფიოდ ადასტურებს ერთ პოზიციას, რომ მაგალითად აპრილის შეფასება, გლობალური ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით, ივნისში გაუარესდა, როდესაც ახალი შეფასება გამოაქვეყნა სავალუტო ფონდმა. რაც ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფაქტობროვად 3 თვეში გლობალური ეკონომიკის შეფასება გაუარესებისკენ გადაიხედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი გრძელდება და ერთის მხრივ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაშიც საჭირო იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები. თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენებით და იმ კონკრეტული გამოწვევების პირობებში, რა გამოწვევებიც კონკრეტულ მომენტში გვქონდა“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
banner
წინა სტატიაში“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო”-ბაჩალიაშვილის დედა შსს-ს განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატია“ყველა იმ კითხვაზე, რაც საქმეში გაჩნდება მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნება პასუხისმგებელი”