ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი,

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქალაქებში შაბათ-კვირას კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

„იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი: ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები
შემდეგი სტატიარა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან