ბათლომე შელიას და დავით ღურწკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 – ლარიანი გირაო შეუფარდა, 1500 ლარიანი გირაოს გადახდა კი მოუწევს მეორე ბრალდებულს – დავით ღურწკაიას.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბათლომე შელია სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული და გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით,რაც ძალადობას გულისხმობს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნით.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძემ მედიცინის დამსახურებულ მუშაკს დამოუკიდებლობის დღე და დაბადების დღე მიულოცა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, ის ბოლნისიდან არის