არჩილ თალაკვაძე – ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია

ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

„ქართული ენის სამივე ანბანი – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული – კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი უნიკალური, დახვეწილი, რიტმული გრაფიკული სტილითა და ჟღერადობით.

ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიWizzAir-ი ქუთაისში ფრენებს ანახლებს – 18 აპრილს ვილნიუსის და ვარშავის რეისები შესრულდება
შემდეგი სტატიაჩხენკელი – მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია