ანზორ ჩუბინიძე: გამიზნული პროვოკაცია იყო და “ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეხმაურება.

ამბობს, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო და “ამას იუმორის გარეშე ვერ მიიღებს”.

ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურუდლობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის და კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა, ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის რა თქმა უნდა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, – ამბობს ანზორ ჩუბინიძე.

banner
წინა სტატიაში27 წლის ახალგაზრდამ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
შემდეგი სტატიახოშტარაია: მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი