ანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის დაწერიდან მეორე დღეს მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ

საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის თქმით, ბერა ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის დაწერიდან მეორე დღეს მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ.

“ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა და ელოდებოდა წითელზე, შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი, იგინებოდა, გაურკვეველ რაღაცებს აკეთებდა, აშინებდა”,- ამბობს რაჭველიშვილი ტვ.პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია და “დაინახა თუ არა რაც ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან”.

ამის შესახებ რაჭველიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Facebook-ზე დაწერა და მაშინვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მას დღემდე არავინ დაკავშირებია.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მიმტანი: 5 წლის წინ ბერა კრიტიკული პოსტის გამო დამემუქრა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაცია, “დემოკრატიის ინდექსი” გუშინ, 6 მარტს “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება