38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავუვადეთ

38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავუვადეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდა, რადგან მოულოდნელი კრიზისის პირობებში, ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.

„არავის არ ახსოვს და არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგისთვის ეს მცირე მეწარმე, ბიზნესი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში, ადამიანისთვის რა იქნებოდა. 38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ეს განბაჟების თანხა გადავუვადეთ, რათა მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი. რასაც ახლა გეუბნებით, ეს არის ფაქტები, რომლებიც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოწმდება. აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, ბიუჯეტი და ყველა ეს ღონისძიება არის მიღებული და გაკეთებული. სხვა ყველაფერი არის დემაგოგია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 25 ათასმა მოქალაქემ სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ბინები მშენებარეა და რომან გოცირიძე მთავაზობს, მოქალაქეები მიმეტოვებინა, ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ვის გაუგია, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში იყოს შენახული