ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა, მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს.
“ეს არის ბიძინა არქიფოს საარჩევნო წყალობა. ჯერ ძარცვავს, აღარიბებს და ამონებს ხალხს და წინასაარჩევნოდ ცდილობს მათივე ფულიდან ხალხს კაპიკები გადაუყაროს და ამითი კვლავ მოიპოვოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააგრძელოს კვლავ ამ ქვეყნის დაყაჩაღება და საკუთარ ბოსტნად გადაქცევა”.- ამბობს გიორგი გუგავა
დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.