სოციალური ქსელის მომხმარებლები მუმიას დროში მოგზაურობის შესახებ საუბრობენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები მუმიას დროში მოგზაურობის შესახებ საუბრობენ
ადიდასმონღოლმა არქეოლოგებმა ალტაის მთაში  ქალის მუმია აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ასაკი 1,5 ათასი წელია – ამის შესახებ 9 აპრილს The Siberian Times-მა დაწერა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მუმიის ფეხსაცმლით დაინტერესდნენ, რომელიც კომპანია Adidas-ისსას გავდა. ამ დამთხვევის გამო ინტერნეტ მომხმარებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მკვდარი ქალი, შესაძლებელია, დროში მოგზაურობდა.
„ხალხი ფიქრობს, რომ მუმია, რომელიც 1,5 ათასი წლის არის და რომელსაც „ადიდასის“ ფეხსაცმელები აცვია, დროში მოგზაურობის დამამტკიცებელია“ – წერენ შესაბამის ფორმუმზე ინტერნეტ მომხმარებლები.
„Nike-მა სპორტსმენებს დაუდო ხელშეკრულება, Adidas-მა მუმიებს“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
თავის მხრივ, არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენის საგულდაგულო კვლევას ჩაატარებენ, რომ ქალის ზუსტი წარმომავლობა დაადგინონ.

banner
წინა სტატიაშიReuters-ის ყოფილ თანამშრომელს საიტის გატეხვის მცდელობისათვის ორი წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიადუბაიში ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს