მედია “ალ-ქაიდის” გეგმაზე აშშ-ში ატომური აფეთქების შესახებ ავრცელებს

7 (1)2003 წლის ზამთარში აშშ-ს სპეცსამსახურები ელოდებოდნენ იმას, რომ “ალ-ქაიდა” ვაშინგტონში ან მის ირგვლივ ტერაქტს მოაწყობდა ან ატომურ ბომბს გამოიყენებდა – The Daily Beast-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფება თავდასხმებს საახალწლოდ აპირებდა.
“დაზვერვა თვლიდა, რომ ატომური აფეთქება ვაშინგტონის ოპერატიულ სამმართველოზე მოხდებოდა. ამას კატასტროფული შედეგები ექნებოდა” – გამოცემის წყარო ამბობს, რომელიც ატომური აფეთქების პოტენციურ შესაძლებობებს და ამ მიმართულებით დაზვერვის მონაცემების ანალიზზე მუსაობს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ჯგუფმა ბომბის შესაძლო გამოყენების ადგილმდებარეობა დაადგინა – რადიაციული კონტროლის სპეციალისტები მთელ ქვეყანაში დადიოდნენ შემოწმებაზე, მათ შორის, ვაშინგტონში, ლოს-ანჟელესსა და ნიუ-იორკში.

2003 წლის 24 დეკემბერს სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიკლ ჰაიდერმა ბრიტანეთის ინფორმაციის ცენტრის შეფს დევიდ პეპერუს დაურეკა და უთხრა “კატასტროფული დანაკარგების შემთხვევაში” ბრიტანეთისთვის “რადიოელექტრონული დაზვერვის კომპლექსების” მმართველობის გადაცემაზე.
ეჭვები დაკავშირებული იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან, რომელიც “ალ-ქაიდამ” მოაწყო. ამ დღეს 19-მა ტერორისტმა ოთხი თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, ერთი- პენტაგონის შენობას, ერთი კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. სულ ტერაქტების მსხვერპლი სამიათასი ადამიანი გახდა. 6,3 ათასი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეა ფხენიანს განადგურებით ემუქრება
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ლევან დოლიძის, ხათუნა ლაგაზიძის და პაატა დავითაიას კანდიდატურები განიხილება