მართავს თუ არა მთავრობას ბიძინა ივანიშვილი

1. კი
2. არა
3. მიჭირს პასუხის გაცემა


სამართალდამცავებმა ქურდობის 80-მდე ფაქტი ყურის ანაბეჭდით გახსნეს
1-06-2013, 12:25
წაკითხულია: 525

სამართალდამცავებმა ქურდობის 80-მდე ფაქტი ყურის ანაბეჭდით გახსნეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში საქართველოს მოქალაქის მიერ 80-მდე ქურდობასთან კავშირი სამართალდამცველებმა ყურის ანაბეჭდის დახმარებით დაადგინეს. 26 წლის მამაკაცი პოლიციამ თებერვალში, უშუალოდ დანაშაულის ფაქტზე, დააკავა, თუმცა მაშინ შემდგომმა გამოძიებამ არ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.

 

სამართალდამცავების ცნობით, 26 წლის ქართველი ლიონის ცენტრში სტუდენტურ საცხოვრებელში ბინებს ქურდავდა, მანამდე კი კარზე მიყურადებით ამოწმებდა იყო თუ არა ვინმე სახლში. სწორედ ამ დროს ტოვებდა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე ყურის ანაბეჭდებს, რაც პოლიციას, საბოლოოდ, საქმის გახსნაში დაეხმარა