გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა

დაუჭერთ თუ არა მხარს დავით ნარმანიას კანდიდატურას დედაქალაქის მერის პოსტზე

დიახ დავუჭერ
არა, არ დავუჭერ
მიჭირს პასუხის გაცემა


პუტინმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსების ცვლას "მწვანე შუქი" აუნთო
23-12-2012, 12:38
წაკითხულია:

პუტინმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსების ცვლას

რუსეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან შესაძლოა კომპრომისი გამოინახოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალთან დაკავშირებით. სტატიას ამის შესახებ რუსული ანალიტიკური გამოცემა "პოლიტრუსი" აქვეყნებს. სტატიის ავტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი წერს, რომ 20 დეკემბრის მასშტაბურ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა ფაქტობრივად "მწვანე შუქი" აუნთო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის პროცესს. თუმცა ავრაამ შმულევიჩი წერს, რომ იმ ფონზე როცა ქართული მხარე საკუთარ ტერიტორიებზე უარს არ ამბობს, მოსკოვი კი აღიარების პოლიტიკას არ ცვლის, ამ ჩიხიდან ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ოკუპირებული ტერიტორიების გაყოფა ან და ამ ტერიტორიების მართვის ერთობლივი სტატუსია, ევრაზიული კავშირის ჩარჩოში საქართველო-რუსეთის გაერთიანების შემთხვევაში. 

სტატიის ავტორს ვლადიმერ პუტინის სიტყვების ციტირებაც მოჰყავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ჩიხიდან გამოსვლის რეალურ გზას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. 

"კიდევ ერთი პირობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არის, ხელისუფლებიდან პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი ხალხისა და უახლოესი გარემოცვის ჩამოშორებაა" - წერს შმულევიჩი. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის სიტყვებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მალე გამოეხმაურა და ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის აუცილებლობაზე ეჭვები გამოთქვა. შმულევიჩი თვლის, რომ ეს სარკინიგზო ხაზი რუსეთისთვის დიდ თავსატეხსა და დისკომფორტს წარმოადგენს.