გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა
გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა

დაუჭერთ თუ არა მხარს დავით ნარმანიას კანდიდატურას დედაქალაქის მერის პოსტზე

დიახ დავუჭერ
არა, არ დავუჭერ
მიჭირს პასუხის გაცემა


"ახალ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ძველი მინისტრი დარჩება" - ვახტანგ ყოლბაია
18-09-2013, 12:58
წაკითხულია: 524

 

აფხაზეთის მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს დამტკიცდება.  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უზენას საბჭოს მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე საათში წარუდგენს. როგორც  ყოლბაიამ "თაიმერთან" საუბარში განაცხად პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

 "სამინისტროების გაერთიანება და სტრუქტურული ცვლილება ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდება, რადგან ამას სჭირდება გარკვეული პროცედურა, რომელიც კანონმდებლობით ჯერ ვერ ჩატარდება. ანუ სამინისტროები იგივე სახელწოდებებით დარჩება, მხოლოდ პერსონები შეიცვლება. პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მხოლოდ ერთი "ძველი" მინისტრი შეიძლება დარჩეს ახალ შემადგენლობაში. სწორედ ახლა მივდივარ უმაღლეს საბჭოში სადაც საბოლოო კონსულტაციებს გავივლი", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას განმარტებით კი, მას შემდეგ რაც ყოლბაია საბჭოში განსახილველად ახალ კანდიდატებს წარადგენს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატები მინისტრობის კანდიდატების თანამდებობასთან შეთავსებადობის საკითხს კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე განიხილავენ. ამის შემდეგ მათი დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

"პარასკევს სესია ჩატარდება და ახალ მინისტრთა კაბინეტსაც დავამტკიცებთ"-განაცხადა "თაიმერთან საუბარში გია გვაზავამ. 

აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი სულ შვიდი მინისტრისგან შედგება. ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში არიან იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე.